English / ქართული / русский /
ლევან კიკილაშვილი
საქართველოში ჯანმრთელობის ხელშეწყობა ეკოინფრასტრუქტურის განვითარების ჭრილში1

ანოტაცია. საქართველო ახალი ათასწლეულის დასაწყისში დიდი გამოწვევების წინაშე დგას, დიდ ქალაქებში მაღალია სხვადასხვა დაავადების გამომწვევი რისკფაქტორი, რაც ხშირად დაკავშირებულია გარემოს დაბინძურებასა და მწვანე ეკოსაფარის სიმცირესთან. ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა მრავალფეროვანი ბუნებრივი ლანდშაფტით, რაც შესაძლებლობას გვაძლევს სახელმწიფოს ახალი სოციალურ-ეკონომიკური ფორმით განვითარების. მისი მიღწევის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად შეიძლება განვიხილოთ ეკო-ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი ხელშემწყობი სისტემების შექმნა, რაც საზოგადოებას ხანგრძლივი, ჯანმრთელი ცხოვრების წლების შენარჩუნებაში დაეხმარება.

საკვანძო სიტყვები: დაავადებათაპრევენცია, ინჟინერია-ტექნოლოგიები; ეკო ინფრასტრუქტურა, ინოვაცია-ნოვაცია. 

შესავალი

ჯანმოს უახლესი მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად 7 მილიონამდე ადამიანი იღუპება  მყარი ნაწილაკებით გაჯერებული ჰაერით სუნთქვის გამო, მის ერთ-ერთ მთავარ დამაბინძურებელ წყაროს კი ავტომანქანები წარმოადგენს [World Health Organization, 2018].ქ.თბილისი ჰაერის დაბინძურების ჭრილში,  ევროპაში მე-3 ადგილს იკავებს [Cereceda.R, 2018], აღნიშნული კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, საზოგადოების მოთხოვნა, იცხოვროს სუფთა ეკოლოგიურ გარემოში, დღითი დღე იზრდება. 

* * *

საზოგადოების განვითარების კვალდაკვალ, ჩნდება შესაძლებლობები,  სხვადასხვა მეცნიერება  ერთმანეთს დაუკავშირდეს. სხვაგვარად, ფაქტობრივად, ძნელად მოხდება რაიმე მაჩვენებელის გაზომვა. მაგ, შეუძლებელია (თანამედროვე) ინჟინერიისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე, ეკოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნის დანერგვისგან გვერდის ავლით, დაბინძურებულ გარემოში მცხოვრებ ადგილებში გავზარდოთ ჯანდაცვის მიმართულებით ჯანმრთელი მოსახლეობის რაოდენობა. ეს მხოლოდ და მხოლოდ მიიღწევა ამ 2 ინტერდისციპლინური სფეროს გაერთიანებით. სწორედ ამიტომ, კვლევის მიზნებსა და ამოცანებში აქტიურად ჩავრთეთ როგორც ინჟინერიისა და ტექნოლოგიების გამოწვევები, ასევე თანამედროვე ჯანდაცვისა და გარემოს ჰიგიენის მიმართულებები. მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი შფოთავს დაბინძურებული გარემოს გამო.

ჰაერის დაბინძურება განსაკუთრებით საზიანოა მოხუცებისა და ბავშვების ჯანმრთელობისთვის. შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ჰაერის ფილტრ-ნიღბები ან, უმჯობესია, ადამიანებმა თავი შეიკავონ დაბინძურებულ არეალში სეირნობა-გადაადგილებისგან.  ჰაერის დაბინძურება ორგანიზმზე  უარყოფითად მოქმედებს, მან შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობა.

გარემოს დაბინძურებისგან გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად  უმჯობესია შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება:

  • მაღალი დაბინძურების მქონე დღეებში, როდესაც ადამიანებს უწევთ ინტენსიური გადაადგილება, რეკომენდებულია  შინ დარჩენა, გარე აქტივობებისგან თავის შეკავება, ასევე უმჯობესია დაბინძურებულ კერასთან ახლოს ყოფნისგან თავის არიდება.
  • ადამიანებმა უნდა დახურონ ფანჯრები და გარე ჰაერის შემოსვლა შიგნით შეამცირონ ისეთ დროს, როცა ჰაერის დაბინძურება პიკს აღწევს.  ჰაერის  მოძრაობისთვის კი გამოიყენონ სხვადასხვა ალტერნატიული საშუალება.
  • ძალიან კარგია ჰაერის გამწმენდი საჰაერო ფილტრების გამოყენებაც.
  • ისეთი საკვების ფართოდ მოხმარება, რომელიც მდიდარია სულფორანით, აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები; მაგალითად, ბროკოლი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო,  ბრიუსელის კომბოსტო. თევზის ქონი.
  • სასუნთქი სისტემის დაცვისა და ზოგადი გაჯანსაღებისთვის ადამიანებმა უნდა გამოიყენონ ნატურალური სახის ნიღაბი.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნები ზრუნავენ ჰაერის სტანდარტების ამაღლებაზე, რათა უკეთესი საცხოვრებელი გარემო შექნან, ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და თითოეულმა ინდივიდმა უფრო მეტად უნდა იზრუნოს საკუთარ თავზე, ვიდრე დაელოდოს სხვების ქმედებებს, თუ რას გააკეთებენ მისთვის! ეს სწრაფვა მას დაეხმარება, უფრო მეტი დრო გაატაროს ჯანსაღ გარემოში და  დაიცვას თავი გარემოში მავნე ზემოქმედებისგან[Mishra, 2017]. 

ყოველ წელს პოლონეთში, თხუთმეტჯერ უფრო მეტი ადამიანი იღუპება  ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეული დაავადებებით, ვიდრე საგზაო შემთხვევებში. ეს არის დაახლოებით ორმოცდახუთი ათასი ადამიანი წელიწადში. პოლონეთის ქალაქებში, ფილტვის კიბოს დიაგნოზი უფრო ხშირად ისმება, ვიდრე შესაბამისი რეგიონის სოფლებში. ჰაერის დაბინძურების შედეგად გროვდება გოგირდის დიოქსიდი (SO2), აზოტის დიოქსიდი (NO2), ნახშირბადის მონოქსიდი (CO), რაც იწვევს გაზრდილ რისკს გულის არითმიის, კარდიოვასკულარული, ფილტვების დაავადებისა თუ ბრონქული ასთმის განვითარების მიმართულებით [Petryk, 2018]. 

ჰაერის მაღალი დაბინძურების დონეები დაფიქსირებულია პეკინში, ნიუ დელიში, მეხიკოში. ინდოეთისგან განსხვავებით,  სუფთა ენერგიების წარმოებასა და მდგრადი განვითარების კუთხით მკვეთრი ცვილებებისკენ გეზი აიღო მექსიკამ და ჩინეთმა, რათა გააუმჯობესონ ტექნოლოგიები, ხელი შეუწყონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ენერგოეფექტურ მოხმარებას, აამაღლონ ინფორმირებულობა გარემოსდაცვითი განათლების სისტემების დანერგვაზე,  კოორდინაცია გაუწიონ ჰაერის დაბინძურების ყველა ძირითად წყაროს და  კვლავწარმოება მოახდინონ ატმოსფეროში (ჟანგბადის გამომუშავების მენეჯმენტისა). ასევე ზრუნავენ  DALY-ის კოეფიციენტის შედეგის გაუმჯობესებაზეც, რომელიც აღნიშნავს ადამიანებში ჯანმრთელობის გაუარესებით დაკარგული  წლების რაოდენობას [Madhipatla et al. 2018].

ჯანსაღი ცხოვრების წესისა და მწვანე სახის ბიზნესსაქმიანობის ზრდა იწვევს: ეფექტიანობის ამაღლებას მოსახლეობაში, გადამუშავებადი პროდუქტების ხელშეწყობას, სხვადასხვა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და   ინსფრასტრუქტურისა თუ  მშენებლობის მიმართულებით ცვილელებებს. განახლებადი ენერგიების კვლავწარმოება და მათი სასიცოცხლო ციკლის განსაზღვრა გვაახლოვებს მართვის ეფექტურ შესაძლებლობებთან. მწვანე ეკონომიკის განვითარება კი სხვადასხვა ქვეყანაში გასვლისთვის გვიკვალავს პოზიციონირების გზებს, რაც გრძელვადიან პერიოდში  მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს ხალხის კეთილდღეობაში, რათა მიიღონ მეტი ფასეულობები ნაკლები დანახარჯებით [Berger, 2011]. 

მეცნიერება და ტექნოლოგიები მსოფლიოში პრობლემის ნაცვლად დიდ დოვლათს ქმნის,  ქაოსი კი შესაძლოა გამოწვეულია ადამიანების მიერ ტექნოლოგიების ბოროტად გამოყენებით. მსოფლიოში ყველა მცხოვრები ადამიანისთვის რესურსებს თუ ერთ საერთო ფასეულობად გარდავქმნით, მაშინ საკმაოდ დიდი საქმეების კეთებაა შესაძლებელი, რადგან სურვილი აღარ გვექნება, რომ რაიმე ხელვყოთ.  სხვადასხვა ერის ნამდვილი სიმდიდრე ფულში კი არა ბუნების რესურსებსა და იმ ადამიანებშია, რომლებიც ცდილობენ დეფიციტის აღმოფხვრას უფრო ჰუმანური საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. თუ ეს ყველაფერი ჯერაც წარმოუდგენელია თქვენთვის, აბა დაფიქრდით შემდეგზე: თუ ადამიანების ჯგუფი მოხვდა კუნძულზე ფულით, ოქროთი, ბრილიანტებით, მაგრამ მათთვის ხელმისაწვდომი არ არის დამუშავებული მიწა, თევზის ჭერის შესაძლებლობა და სუფთა სასმელი წყალი, _ დარწმუნებულნი ხართ, რომ სიმდიდრე დაეხმარებათ გადარჩენაში?

თუ ადამიანებში განსხვავებული მოტივაცია გაღვივდება, რომელსაც არაფერი ექნება საერთო ჩვენთვის კარგად ნაცნობ, ეგოისტურ სიმდიდრისკენ სწრაფვის მიზანთან, მაშინ ახალი ღირებულებები ინდივიდებში ხელს შეუწყობს შემოქმედებით განვითარებას, ეს კი საზოგადოებას დაეხმარება,  დაიცვას მის გარშემო მყოფი გარემო და დაეხმაროს სხვა ადამიანებს  ყველაფერში. ხალხს ექნება მეტი დრო და საშუალება ინტელექტუალური თუ სულიერი განვითარებისთვის, რაც, სამწუხაროდ, დიდი ხანია  მიძინებულია მათში. თუ ხალხი თავისუფალია ვალისგან, საფრთხისა და შიშისგან, ისინი იქცევიან ბევრად უფრო მეგობრულად, თავისუფლადა და ლაღად ვიდრე სტრესულ სიტუაციაში. სამწუხაროდ, ასეთ ცხოვრებას მიაჩვია კაცობრიობა დროთა ცვლამ და სიმდიდრის დაუფლებამ. თუმცა თუ გვერდზე გავწევთ ვაჭრობასა და ფულის მოხვეჭის საჭიროებას, რაც დღეს არსებობისთვის ასე აუცილებლად მიგვაჩნია, მაშინ აგრესიული და ანტისოციალური ქცევის საფუძველიც გაქრება. ხალხი აღარ იქნება სამსახურით დამძიმებული, რომელიც ამდენ ძალას, დროსა და ენერგიას მოითხოვს. აღარ იქნება საჭირო მთელი  ცხოვრების დრო კარგო იმაზე, თუ როგორ გადაიხადო კრედიტი,  სამედიცინო მომსახურების ხარჯები და სხვა, ამ ყველაფრის გადაჭრა შეიძლება მეტად ფრთხილი და გონივრული მანევრით, მთავარია საზოგადოებაში  სწორი მენეჯმენტის დანერგვა სხვადასხვა აპექტში [ Фреско, 2007].

21-ე საუკუნეში უდიდესი გამოწვევები გვაქვს, იქმნება ცენტრალურ მონაცემთა ბაზები, ჰიპერაქტიური სისტემა დააკავშირებს ერთმანეთთან ინფრასტრუქტულ გადაწყვეტილებებს და ქალაქები გახდება მეტად მგრძნობიარე, სადაც რეალურ დროში მოხდება ინფორმაციის მიმოცვლა. ჭკვიანი საზოგადოებრივი სერვისები კი, თანამედროვე მმართველობას მეტ  რევოლუციურობას შემატებს. კავშირი ინდუსტრიებს შორის  ამოუწურავი რესურსებისა და შესაძლებლობების მატარებელი გახდება უძრავ ქონებაში, ქსელებში, რობოტტექნოლოგიებსა და სენსორებში, სატრანსპორტო და უწყვეტი ენერგიის წყაროებში მოხდება გარდასახვა და გამოცდილების დაგროვებით უკეთესი გარემოს შექმნა, ეს კი ადამიანებში მეტად შემოქმედებითსა და მუდმივად განახლებად გარემოს ჩამოაყალიბებს. ჭკვიანი ქალაქები უნდა მოიცავდეს დღეისთვის ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს: მონაცემებს. თანამედროვე 5G და უახლესი კავშირგაბმულობის სისტემები სხვადასხვა მოწყობილობებს სინქნორიზაციისა და წესრიგისაკენ უბიძგებს, რაც ერთმანეთის მიმართ უზრუნველყოფს ნაკლებადშეყოვნებადსა თუ რისკგარეშე მოძრაობას [Diamandis P, 2019]. 

მსოფლიოს ეკოსისტემაში ადამიანს გაუფრთხილებლობით გამოწვეული მრავალი საფრთხე და რისკი შეიძლება დაუდგეს წინ, ამიტომ ზიანის შემცირებაზე დროულია ფიქრი. ფაქტობრივად, ისეთი ტექნოლოგიების გარემოცვაში, რომელშიც თანამედროვე ადამიანი ცხოვრობს, ყველაფერი ხელმისაწვდომი და მიღწევადია, რასაც გონება ჩაწვდება და ამოხნის. ხშირად, მართლაც შეუძლებელიც  არაფერია. ამიტომ მნიშვნელოვანია მოქმედება იმ საკითხებთან დაკავშირებით, თუ რა როლი აქვს საქართველოს გლობალური მასშტაბით პოზიციონირებაში? რა უნიკალური კომპონენტები შეიძლება იქნეს გამოყენებული ადამიანთა სიცოცხლის საშუალო წლების გასახანგრძლივებლად? როგორი ინვესტორები სჭირდება ქვეყანას  ეკოპროექტების შენებისა და მათი რეალიზების ჭრილში? რა ტიპის ეკომეგობრული ტექნოლოგიები შეიძლება შემუშავდეს საქართველოში მომხმარებელთა პოტენციური შესაძლებლობების ზრდისთვის?

ეკოკვლევა (1)-ის მიხედვით, ეკოქალაქი თანამედროვე სამყაროში მნიშნველოვან გამოწვევად მიიჩნევა, ამ დროს შესაძლებელია მეტად ჯანსაღი გარემოს შექმნა, რომელსაც ექნება პრაქტიკული გამოყენება და შესაძლებელი გახდება ადამიანის თანაცხოვრება ფლორასა და ფაუნასთან თანწყობაში.

ჩემი პროექტი განხორციელებადია და მომზადებულია დღის სინათლის ნახვისთვის,  თუმცა ეს მთლიანად დამოკიდებულია მსოფლიოსა და შემდეგ ქვეყანაში არსებულ ინვესტორთა კეთილ ნებაზე.

თუ წარმოვიდგენთ, რომ 2040 წელია, ექსპლუატაციაში ჩაშვებულია „MIXPROJECT“-ის ქვეპროექტი “LIFEINCITYFORESTLAND”, ამ ქალაქში მიწაზე ასფალტი არ არის დაგებული და საზოგადოებას ემსახურება გადაადგილებისთვის დრონები. დღევანდელმა ტექნოლოგიებმა შესაძლებელი გახადა, ავაგოთ ეკოქალაქი ბუნებასთან სრულ თანწყობაში, რაც გვაძლევს მოქნილი საცხოვრებელი კომპლექსის შექმნის პერსპექტივასა და ადამიანთა ჯანსაღ სუფთა და ჟანგბადით გამდიდრებულ ადგილას ცხოვრებისთვის ხელშეწყობას.

ილუსტრაცია I

 

 

ილუსტრაციაI ფოტოებზე ჩანს საყრდენი ბურჯები სამკუთხედი შენობების სახით და საცხოვრებელი კომპლექსები 60-80 კვ.მ-ნი ბინების სახით. ყველა ბინას თან ახლავს დრონის დასაჯდომი მრგვალი არეალი სახურავზე. სამკუთხედის ფორმის შენობაში, გარდა იმისა, რომ საყრდენის ფუნქცია აქვს, გამოყენებული იქნება ველოსიპედების გაჩერებისთვის სპეციალური ლიფტ-მომსახურების ადგილი. ხოლო საყრდენ ბურჯზე განთავსებული მრგვალი არეალიდან შესაძლებელი გახდება დედამიწაზე ჰორიზონტალურად ჩავიდნენ ადამიანები ელ.ლიფტით. ადამიანებს მიეცემა სრულ რეკრეაციაში განტვირთვისა და დასვენების, მუშაობის საშუალება. ეს მიმართულება ტრენდულ სახედ შეიძლება იქნეს განხილული ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც მოძრაობაში არიან, მაგ, ტურისტები, იგი წარმოადგენს შესანიშნავ ადგილს მათ დასარჩენად და ადგილობრივი ლანდშაფტის კიდევ უფრო ახლოს შესაცნობად.  ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი თავისუფლადაა შესაძლებელი, რომ მიეწოდოს აქ მცხოვრებ მოსახლეობას. თუმცა რაც შეეხება კალანიზაციასა და სხვა ნარჩენის გადამუშავებას, შესაძლებელია, გამოყენებული იყოს თანამედროვე ბიო ტუალეტი რაც შესაძლებლობას გვაძლევს, გადამუშავდეს ფეკალიები და გამოიყოს სუფთა ტექნიკური წყალი, რომელსაც გამოყენება მიეცემა ხეთა დამატებითი მორწყვისთვის. რაც შეეხება ნაგვისა და სხვა ტექნიკური ნარჩენების გადაყრას, ის იქნება დახარისხებული, მიწაში იქნება ჩადგმული ბუნკერები და ფართო მილების მეშვეობით მოხდება მათში ნარჩენების ჩაყრა. ტექნიკური სამუშაოების განხორციელებისთვის გამოყენებული იქნება დრონები, ხოლო მათ საშუალება მიეცემა, გაიტანონ  არასასურველი ნარჩენები და სპეციალურ ქარხნებში გადამუშავდეს ისინი.

ილუსტრაციაII

 

 

ილუსტრაცია II ფოტოებზე ჩანს “LIFEINCITYFORESTLAND”-ის ქვეპორექტში ბინის ინტერიერის დიზაინი, ამ დაგეგმარებას აქვს უნიკალური მხარე, აქ მცხოვრებ ადამიანებს შეეძლებათ პანორამული ხედი ჰქონდეთ ბუნებაზე, ჩაისუნთქონ უხვი ჟანგბადი და თავი აარიდონ დაბინძურებულ არეებში ცხოვრებას. კედლის დასასრულსა და ჭერის დასაწყისთან, ოთახში ყველაზე მაღალ წერტილებში განლაგებულია დახურული თაროები, რომელსაც შესაძლებლობა აქვს ადამიანებისთვის აწარმოოს ბუნებრივი, ჯანსაღი ბიომცენარეები (ჯეჯილი, მიკრომწვანილები და სხვა), მოყვანილი ნიადაგზე ინდივიდს შეეძლება იცხოვროს ბინაში და ყოველ 10-დღეში მიიღოს სუფთა პროდუქტი, გამორჩეული ვიტამინებითა და მაღალხარისხობრივი საგემოვნო თვისებებით. იმისთვის, რომ პროდუქტი მოვიყვანოთ თაროში, კედელში ჩაშენებული იქნება მცირე ზომის ჰაერის ფილტრი, წვეთოვნები პროდუქტისმორწყვისათვის და დიოდური განათება, რათა ზრდა და განვითარება შეძლოს ღივებმა და სხვადასხვა მცენარემ.  ასეთი ტიპის ბინები შესანიშნავი საცხოვრებელია (feelancer) ადამიანებისთვის, რომლებიც არიან IT-სფეროს წარმომადგენლები, დიზაინერები და სხვადასხვა ინდივიდი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობენ ერთჯერადი პროექტის განხორციელების ფარგლებში და არიან დაქირავებულნი, რომელთაც ზუსტად იციან, რა სარგებელს მოუტანს ფულადი სახით 1-საათის დათმობა შესასრულებელი სამუშაოსთვის. მათ სულ არ სჭირდებათ გასვლა და მუდმივი მოძრაობა სახლიდან, ისინი შეიძლება ცხოვრობდნენ მშვიდად, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ მეგობრულ ეკობინებში და ყველაფერთან წვდომა ჰქონდეთ ელექტრონულად.

რაც შეეხება „MIXPROJECT“-ის ქვეპროექტს “LIFEINCITYLAND”, ილუსტრაცია III,

 

 

 

გაგიკვირდებათ და, ილუსტრაცია III-ში  წარმოდგენილ ქალაქში მიწაზე ასფალტი არ არის დაგებული, მხოლოდ გამოყენებულია ბილიკები, სადაც დაგებულია ისეთი ფილები, რომელშიც ბალახს ზრდის შესაძლებლობა აქვს. ქალაქის შიგნით წარმოდგენილ ოთხკუთხედის ფორმის სივრცეში ჩანს მცირე-მცირე ზომის ტყეები. ქალაქის 1სართულზე 0-10 მეტრის სიმაღლემდე არის გამოყენებული სივრცე, რომლებშიც არის უამრავი მწვანე მცენარე, განლაგებული შესაბამის თაროებში. ეს სივრცე მთლიანადაა ათვისებული კომპოსტირებისთვის, რომელიც გამოყენებული იქნება, ქალაქში არსებულ ბინებში თაროებში მცენარეთა მოსაყვანად საჭირო, ნიადაგის გამრავალფეროვნებისა და ბუნებრივი სასუქებით გაჯანსაღების კუთხით. ყოველი მართკუთხა შენობის ბოლოს მოცემულია მრგვალი შენობა,  რომელიც მთლიანადაა დათმობილი სხვადასხვა სასარგებლო პროდუქტის მოსაყვანად, რომელთაც შეიძლება მიეცეს არა მხოლოდ პრაქტიკული გამოყენება შიდა საცხოვრებელ ტერიტორიებში ხალხისთვის ჯანსაღი პროდუქტებით გამოკვებისთვის, ასევე სხვა ადგილებში გასაყიდათაც. ქალაქებს შორის დაკავშირებას ახდენს (hyperloop) მსოფლიოში ყველაზე სწაფად გადაადგილებადი ტრანსპორტი ვაკუუმში, ის გაივლის ქალაქის ქვეშ მიწაში. ხოლო ქალაქშიდა გადაადგილება მოხდება ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად მოძრავი ელექტრონული ლიფტებით, ეს იმიტომ, რომ მსოფლიო გამოცდილებამ და თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ გამოსავალი არ არის ელექტროენერგიაზე დამუხტვადი აკუმულატორებით სავსე ტრანსპორტი, ის თითქმის ორჯერ მეტ მავნე ნივთიერებას გამოყოფს ატმოსფეროში, ვიდრე ბენზინზე მოძრავი ავტომანქანები. ვფიქრობთ,  საჭირო არ არის მრავალი გზის არსებობა ბუნების ხელყოფის ხარჯზე, ვვარაუდობთ, რომ ეს იქნება მსოფლიოში პირველი ქალაქი, სადაც მასშტაბურად მოხდება გადაადგილება ერთი სიმაღლის მქონე შენობების გასწვრივ, საიდანაც ულამაზესი ხედები იქნება გადაშლილი და საზოგადოებას უბიძგებს, მეტად მოუფრთხილდეს არსებულ  ბუნებრივ სიმდიდრეებს. შენობების გარეთა ფასადზე გამოყენებულია ენერგიის დაგროვებისთვის მზის პანელები, ასევე ქარის ენერგიის დასაგროვებელი ავტომატები და მდინარის არსებობის შემთხვევაში წყლის გენერატორებიც.                                                                                                

ილუსტრაცია IV

 

ილუსტრაცია IV-შიმოცემულია 100 კვ.მეტრია ნი ბინის დაგეგმარება, რომელშიც ისევ და ისევ გამოყენებულია კედლებში ჩაშენებული თაროები, რომელსაც აქვს  ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოყვანისა ფუნქცია. ჭერზე გამოყენებულია ლიფტი, რომელიც სრიალებს და შეუძლია დაბლა ჩამოწევა, რათა ადამიანის სიმაღლეზე შესაძლებელი გახდეს თაროს შიგნით არსებულ მცენარეებში პროდუქტების კულტივირება და  მოსავლის აღება. 

დასკვნა

საქართველოში პირველად ჩატარდა რაოდენობრივი კვლევის სახით „ეკოკვლევა (1)“, 612 რესპონდენტი შეადგინა გამოკითხულმა საზოგადოებამ, ჩატარდა ანკეტირებ აქ. თბილისსა და კახეთის მუნიციპალიტეტში ძირითადად საზოგადოების თავშეყრის ადგილებში (რეკრეაციულ ადგილებსა და სკვერებში, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა აქ იყრის თავს და იმიტომ, რომ დაახლოებით 10 წუთის გამოყოფა მაინც უწევდა რესპონდენტს, სხვა ადგილას ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა მათი გამოკითხვა), გამოყენებული იქნა ასევე შინამეურნეობებისა და ოჯახების გამოკითხვის მეთოდიც რესპონდენტთა ბრმა შერჩევით. კვლევა შეზღუდული იყო, ამიტომ სხვა რეგიონების მოსახლეობის შესწავლა ვერ მოხერხდა. თუ თვალს გადავავლებთ შედეგებს, რაც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ საინფორმაციო ელ.გვერდზე[ეკოკვლევა (1)]  მიხვდებით, რომ საზოგადოების მოთხოვნა, იცხოვროს ეკოინფრასტრუქტურის ქალაქში, სადაც ყველაფერია რაც სურთ, რომ ჰქონდეთ, ბუნებასთან თანწყობასა და ჰარმონიაში (მუდმივი  მზის ენერგიის კვლავწარმოებითა და  ეკომეგობრული ტექნოლოგიებით მხარდაჭერილ ადგილას), დიდი სიამოვნებით გადავიდოდნენ საცხოვრებლად, კვლევიდან გამომდინარე, 527 რესპონდენტი, მთლიანი რაოდენობის 84.1% ადასტურებს ამ ფაქტს. რესპონდენტების საშუალო ასაკი 25 წელია  ± 5, სწორედ ამ ასაკის მოსახლეობა შეადგენდა კვლევაში გამოკითხული ადამიანების 44.4% -ს რესპონდენტებში ძირითადად 5 და მეტი წევრი ცხოვრობს ოჯახში, 209 ადამიანი, 33.3% ადასტურებს ამ ფაქტს, ხოლო საშუალო ოჯახების შემოსავლი ყოველთვიურად 1001-2000 ლარია, 142 რესპონდენტი, გამოკითხულთა 22.7 % გვიდასტურებს ამას. ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო თუ წაახალისებს ინვესტიციებს ეკოლოგიური პროექტების მიმართულებით, ისე რომ ხალხს მიეცეს გრძელვადიანი სესხი, 20-30-40 წლით გაწერილი და, რაც მთავარია, ყველაზე დაბალ პროცენტში, მოსახლეობა შეძლებდა ზემოთ განხილული ტიპის ქალაქებში გადასვლას საცხოვრებლად. ეს კი წაახალისებდა ეკონომიკასა და ადამიანის ცხოვრება გახდებოდა მეტად პროდუქტიული, ნაყოფიერი და ჯანსაღი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობდა გრძელვადიან პერიოდში მეტი ჯანსაღი, ხარისხობრივი ცხოვრების წლების გატარებაში.

 გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეკოკლვევა 2019. (1)

https://drive.google.com/drive/folders/1AYyimUXo-dfZQxy5N6hKn3ZCZjRm_lYU?usp=sharing

  1. Berger, Roland. 2011. Green Growth, Green Profit How Green Transformation Boosts Business. Green Growth, Green Profit. US, New York: Palgrave Macmillan. https://doi.org/10.1057/9780230303874.
  2. Cereceda Rafael, Cuddy Alice. 2018. “9 Out of 10 People Worldwide Breathing Polluted Air.” Euro News. https://www.euronews.com/2018/05/02/9-out-of-10-people-breathing-polluted-air-worldwide.
  3. Mishra, Sundeep. 2017. “Is Smog Innocuous? Air Pollution and Cardiovascular Disease.” Indian Heart Journal 69 (4): 425–29. https://doi.org/10.1016/j.ihj.2017.07.016.
  4. Madhipatla, Kishore, S Venkatesh, D J Christopher, Jeffrey D Stanaway, R S Dhaliwal, Lalit Dandona, Virendra Singh, et al. 2018. “The Impact of Air Pollution on Deaths, Disease Burden, and Life Expectancy across the States of India: The Global Burden of Disease Study 2017.” The Lancet Planetary Health 3 (1): e26–39. https://doi.org/10.1016/s2542-5196(18)30261-4.
  5. Diamandis Peter. 2019. “Www.” 2019. https://www.diamandis.com/blog/future-of-cities-part-1.
  6. World Health Organization. 2018. “World Health Organization Releases New Global Air Pollution Data.” CCAC Secretariat. http://ccacoalition.org/en/news/world-health-organization-releases-new-global-air-pollution-data.
  7. Фреско, Жак и др. 2007. Проектирование Будущего. Florida, USA: Venus Project Inc. http://www.files.thevenusproject.com/hotlink-ok/designing_the_future_ebook/Designing The Future - Russian.pdf.

[1]The research implemented by the author and his participation International Scientific Conference Modern problems of formation of "green economy" 21-22 June, 2019 Tbilisi, Georgia, was supported by the Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia (SRNSFG) [MR-18-093].